რუსული აგრესიის 102-ე დღე - კრემლი უკან არ იხევს, უკრაინის საჰაერო ძალებმა მიკოლაევის ოლქში რუსული ავიაციის მიერ გასროლილი ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს.
როგორც უკრაინული გამოცემები ესპანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებიან, ესპანეთი მზადყოფნას გამოთქვამს უკრაინა ტანკებით და საჰაერო თავდაცვის სისტემებით მოამარაგოს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად, სულ მცირე 262 ბავშვი დაიღუპა და 467 ბავშვი დაშავდა.