27 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ბანგლადეშში, ხანძარს 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ადამიანი დაშავდა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება რამდენიმე ჟურნალისტი

ბანგლადეშში, ქალაქ ჩიტაგონგთან მდებარე საწყობში ხანძარსა და ძლიერ აფეთქებას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ბევრი მძიმე მდგომარეობაშია და დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საწყობში რამდენიმე კონტეინერი აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, საწყობში ზოგიერთ კონტეინერში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა.

აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი მეხანძრე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც აფეთქებამდე ხანძრის შესახებ აშუქებდნენ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

დღის ამბები