27 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
ეკოლოგიური და ბირთვული კატასტროფის საფრთხე, რომლის წინაშეც რუსეთმა მსოფლიო ომის დაწყებისას დააყენა

რუსეთმა ომის დაწყების დროს, მსოფლიო კიდევ ერთხელ დააყენა ეკოლოგიური და ბირთვული კატასტროფის წინაშე.

24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში, ოკუპანტებმა ჩერნობილის ბირთვული რეაქტორი დაიკავეს.

მთელი მსოფლიო წუთებს ითვლიდა, როდის დატოვებდნენ აგრესორები დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზონას.

4 აპრილი კიევის ოლქის გათავისუფლების დღეა. ქალაქი და მისი შემოგარენი, რომლის დაცემასაც 96 საათში ვარაუდობდნენ, კვლავ დგას. კიევის ოლქიდან რუსების განდევნის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიდევ ერთი წარმატება იყო. შავი ზღვის ფლაგმანი, რუსული ფლოტის სიამაყე უკრაინული სარაკეტო სისტემა ნეპტუნის მსხვერპლი გახდა.

კრეისერი "მასკვა" ახლა სევასტოპოლის ფსკერზეა. 81 წლის შემდეგ კი, ისტორია გამეორდა. 9 მაისს, ჯო ბაიდენი, რუზლვეტის შემდეგ, მეორე პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ლენდ ლიზის აქტს ხელი მოაწერა. შედეგად, ამერიკული შორს მოქმედი სარაკეტო სისტემებით, უკრაინელები სულ მალე აღიჭურვებიან

ავტორი: სანდრო სანაია.

დღის ამბები