27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის იშვიათი, საკოლექციო მონეტა მოიპარეს

საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის იშვიათი, საკოლექციო მონეტა მოიპარეს.

ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი კრიმინალებისგან შემდგარ ჯგუფს, ათენში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. ისინი წინასწარი გეგმის მიხედვით არჩევდნენ სახლებს, საიდან ძვირფას ნივთებს და ფულს იპარავდნენ. 

საერთო ჯამში, მათი ნაქურდალი 400 000 ევროზე მეტი ღირებულების არის. ბრიტანულ საკოლექციო მონეტასთან ერთად, პოლიციამ მათი დაკავების შემდეგ, სხვადასხვა ოქროს და ვერცხლის საიუველირო ნაწარმი, ელექტრონული ნივთები, მობილური ტელეფონები, ასევე, რამდენიმე ათასი ევრო და აშშ დოლარი ამოიღო. 

მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება გრძელდება. 

დღის ამბები