27 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" დედამ მოინახულა - რას აცხადებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" მისმა დედამ გიული ალასანიამ დღესაც მოინახულა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უცვლელი რჩება. მთავარი პრობლემა კი კვლავ საკვების მიუღებლობაა.

"წოლითი რეჟიმი აქვს ძირითადად, სისტემა უდგას და გადასხმებს უკეთებენ. არის სუსტად და ზუსტად ვიცი, რომ დიდხანს ეს ვერ გაგრძელდება. როდემდე შეიძლება გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც ვერ იღებს საკვებს.

როგორც ჩანს რთული ამოცანაა და განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოიძებნოს, სადაც მოათავსებენ და რა ვიცი, შეიძლება კიდევ რაღაცა ეშველოს," - განაცხადა გიული ალასანიამ.

სააკაშვილი შესაძლოა, სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა შეამოწმონ, რომელმაც უნდა დაადგინოს, მიადგა თუ არა რაიმე სახის ფსიქოლოგიური ზიანი ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობის დროს. დასკვნა უნდა დადოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის უფლებების შესაძლო დარღვევებს სწავლობს.

დღის ამბები