27 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ისტორიული მომენტის მოლოდინში - საქართველო დასავლეთს კიდევ ერთხელ ახსენებს იმ რთულ გზას, რომელიც ქვეყანამ სტატუსის მოთხოვნამდე გაიარა

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღე საქართველოსთვის და მოლდოვასთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო ესაუბრათ, რატომ იმსახურებენ ეს ქვეყნები ისტორიული შანსის გამოყენებას და ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

პანელური დისკუსია დაახლოებით 1 საათს განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პირველი შეკითხვაც სტატუსთან დაკავშირებულ მოლოდინებს ეხებოდა.

საქართველო რომ ევროპული ღირებულებების ერთგულია, ეს დღეს პრემიერ-მინისტრმა დისკუსიაში მონაწილეობის დროს რამდენჯერმე განაცხადა. კიდევ ერთი შეკითხვა სწორედ ამ მიმართულებით დაისვა. 

საქართველოს პრემიერის გამოსვლით გაიხსნა დღეს პანელური დისკუსია ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაპირველად იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლიდან საქართველომ გადადგა. 

პრემიერ-მინისტრმა დისკუსიის დროს ისაუბრა იმაზეც, თუ რა გზავნილი იქნება რუსეთისთვის, თუ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს ცივილიზაციური გადაწყვეტილებაა და ქვეყანას ამისთვის პოლიტიკური საფასური არაერთხელ აქვს გადახდილი.

პანელურ დისკუსიაში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლდოვის პრეზიდენტიც მონაწილეობდა. მაია სანდუ განხილვაში ონლაინ რეჟიმში ჩაერთო. მისი თქმით, მოლდოვა განსაკუთრებით ელოდება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი ასოცირებულ ტრიოსთან მიმართებაში.

"გლობსეკის" ფორუმი სლოვაკეთის დედაქალაქში მეორე დღეა მიმდინარეობს. ბრატისლავაში დელეგატები 67 ქვეყნიდან იმყოფებიან. გლობალური უსაფრთხოების ფორუმი 4 ივნისს დასრულდება.

დღის ამბები