უკრაინის პრეზიდენტმა ომის მეასე დღესთან დაკავშირებით, ომის დაწყებისას გავრცელებული ვიდეომიმართვის რიმეიქი გამოაქვეყნა. ვიდეოში ის კვლავ ქვეყნის პრემიერთან დენის შმიგალთან, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან ანდრეი ერმაკთან, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველთან მიხაილო პოდოლიაკთან და უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის ხელმძღვანელთან, დავით არახამიასთან ერთადაა.
"ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, უკრაინის პერემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქ არის და რაც მთავარია ჩვენი ხალხი ჩვენი სახელმწიფოს ხალხი აქ არის! ვიცავთ უკრაინას უკვე 100 დღეა. ჩვენ გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას!", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
25 თებერვალს გავრცელებული ვიდეოთი ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა გაექარცყლებინა რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ მან უკრაინა დატოვა.