27 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
"მსოფლიო გიყურებთ და თქვენ პასუხს აგებთ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს თავის მოკავშირეებთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. ზეიამ რუსეთის ხელმძღვანელობას მიმართა, რომ ისინი პასუხს აგებენ. 

"ვხედავთ, რომ რუსული ძალები ბომბავენ სამშობიარო სახლებს, მატარებლის სადგურებს, მრავალბინიან შენობებსა და სახლებს და კლავენ მშვიდობიანი მოქალაქეებს მაშინაც კი, როდესაც ისინი ველოსიპედით მოძრაობენ ქუჩაში. მივიღეთ სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული ძალები აწამებენ და სიკვდილით სჯიან ადამიანებს ზურგსუკან შეკრული ხელებით.

მივიღეთ ცნობები ქალებისა და გოგონების გაუპატიურების შესახებ და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვები რუსეთში მიჰყავთ. ვიცით, რომ რუსული ძალები უარს ამბობენ უსაფრთხო გასასვლელის უზრუნველყოფაზე იმ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცდილობენ ძალადობას გაექცნენ, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ მიაღწიონ გაჭირვებულებამდე.

ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული, პასუხი უნდა აგოს. ჩვენი გზავნილი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობის მიმართ ასეთია - მსოფლიო გიყურებთ და თქვენ პასუხს აგებთ ",- აცხადებს ზეია.

დღის ამბები