"სევეროდონეცკში მიმდინარე ბრძოლებში არის გარკვეული წარმატებები, თუმცა ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. იქ სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, ისევე როგორც ბახმუტსა და ლისიჩანსკთან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონბასში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს და რუსი სამხედროები მათ ხელთ არსებულ ყველა საბრძოლო შესაძლებლობას იყენებენ. პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები კატასტროფის ზონად არის ქცეული.
"რუსეთის ძლიერი თავდასხმის წინაშე ძალიან ბევრი ქალაქი დგას. რუსული არმია იყენებს მის ხელთ არსებულ საბრძოლო შესაძლებლობების მაქსიმუმს. ყველაზე ცინიკურია ის, რომ რუსეთი ფრონტის წინა ხაზზე ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობას აყენებს. რუსეთის მხრიდან გრძელდება ცეცხლის გახსნას, მათ შორის ჩერნიგოვის ოლქში, დარტყმები განხორციელდა მიკოლაევსა და ხარკოვის ოლქზეც. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია სრულად არის გადაქცეული კატასტროფის ზონად, რუსეთის ამისთვის პასუხს აგებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა სანქციების ახალ პაკეტებზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის არც ერთი ქმედითი სფერო არ დარჩეს", - განაცხადა ზელენსკიმ.