27 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები ათმაგდება - საკითხზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ

დღეს, საკანონმდებლო ორგანოში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმების გაათმაგების შესახებ იმსჯელებენ - საკითხს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზი განიხილავს.

ცვლილების მიხედვით, მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან გადატანა, ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა, 500 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით დაჯარიმდება. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი კანონდამრღვევს, 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. 10 ათასი ლარით დაისჯება ის უფლებამოსილი პირი, ვინც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე, არასწორ დასკვნას გასცემს.

საკითხს არ ეთანხმება პარტია "გირჩი". მათი შეფასებით, საზოგადოებას ხეების მოჭრის საპასუხოდ, ნარგავების დარგვის ვალდებულება უნდა ჰქონდეს.

დღის ამბები