27 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო - რას ამბობენ ექიმები ექს-პრეზიდენტზე

მიხეილ სააკაშვილთან პალატაში "ემპათიის" ექიმები დღის მეორე ნახევრიდან შევიდნენ. ის, რასაც ახლა ისინი ექსპრეზიდენტის შესახებ დასკვნაში ჩაწერენ, ოჯახი სასამართლოს წარუდგენს.

სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით მოითხოვენ სასჯელის გადავადებასა და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. დასკვნას ექიმები, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დადებენ.

მიხეილ სააკაშვილი თავს უკეთ რომ გრძნობს, ეს მედიას დღეს მისმა დედამ უთხრა. გიული ალასანია იმედოვნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდება. ექსპრეზიდენტი დღესაც მოინახულეს თანაგუნდელებმა და თანაპარტიელებმა. მათი უპირობო მოთხოვნაა მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გადაყვანა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობს, სასამართლოს წინაშე დღესაც ვერ გამოიკითხა.

საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე მორიგი სხდომა 9 ივნისს ჩაინიშნა, სწორედ ამ დღეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, ჩატარდება თუ არა გასვლითი სასამართლო პროცესი კლინიკა "ვივამედში".

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხზე შეფასებები მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. "ქართულ ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილის სრულფასოვანი მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

დღის ამბები