27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ეს ძალიან მნიშვნლოვანი პოლიტიკური სიგნალია, რომელიც ევროპამ უნდა გაგზავნოს, ლატვია თავის მხრივ მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - ლატვიის პრემიერი

ლატვიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპამ პოლიტიკური გზავნილი გააკეთოს. ამის შესახებ კრიშიანის კარინიშმა "გლობსეკის" ფორუმის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებთან განაცხადა:

"ეს საკითხი შემდეგ კვირას განიხილება , მე ამ ნაბიჯს მხარს ვუჭერ, ეს ძალიან მნიშვნლოვანი პოლიტიკური სიგნალია, რომელიც ევროპამ უნდა გაგზავნოს. თუმცა დისკუსია ჯერ კიდევ ღიაა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება.

ლატვია თავის მხრივ მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ. ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომელთაც სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი. ვფიქრობ მზად ვართ ამ მიმართულებით წინ ნაბიჯი გადაიდგას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ დაუცველი სამყაროს პირისპირ ვართ. რუსეთის არაპროვოცირებული ომი არამხოლოდ ევროპის მშვიდობისთვისაა საფრთხე, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთმა ომი წააგოს," - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინიშმა

დღის ამბები