სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებას აანონსებენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი 7 ივნისს 1 საათზე მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით სამინისტროს უკვე მიმართეს.
ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.