27 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
შსს ყველა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას მოახდენს კანონით დადგენილი წესებით - ალექსანდრე დარახველიძე "თბილისი პრაიდის" ღონისძიებებთან დაკავშირებით "ალტ-ინფოს" მუქარაზე

შსს ყველა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას მოახდენს კანონით დადგენილი წესებით, თუკი ასეთი იქნება, - ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ  "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და "ალტ-ინფოს" მუქარასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, შსს "თბილისი პრაიდის" ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს და ყველა ზომას მიიღებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

"​შინაგან საქმეთა სამინისტრო ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთას კანონით დადგენილი წესით მოახდენს. ჩვენ დავიცავთ ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ღონისძიებებს, ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და შსს მიიღებს ყველა იმ ზომას რაც კანონითაა განსაზღვრული,"- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

ცნობისათვის, "თბილისი პრაიდი" წელს "ღირსების მარშს" არ ჩაატარებს და გაიმართება მხოლოდ "პრაიდ კვირეული", რომელიც მათი ინფორმაციით, არ მოიცავს ღონისძიებებს საჯარო სივრცეში. "თბილისი პრაიდის" გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა "ალტ-ინფოც" და ფესტივალის ჩაშლისთვის აქციაა დააანონსა.

 

დღის ამბები