27 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
"ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესის დემონსტრირება წევრობის კანდიდატობის სტატუსების მინიჭებით" - შალვა პაპუაშვილი დევიდ მაკალისტერის განცხადებას ეხმაურება

დევიდ მაკალისტერის განცხადებას, საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია ევროკავშირისათვის, მისი საერთაშორისო აქტორობისთვის, სანდოობისთვის და ლეგიტიმურობისთვის. ამ სტრატეგიულ ეტაპზე, კავშირმა უნდა მოახდინოს მისი გრძელვადიანი ინტერესის დემონსტრირება რეგიონისადმი, საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით" - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

დღის ამბები