27 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
თბილისში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი 

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 2 ივნისს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ უბნების ჩამონათვალი:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კაპანელის, ქანთარიას, ინტენსიფიკაციის და ხომლის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3  I, IV მიკრორაიონების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაშვილის, ინგოროყვას, ასათიანის, ბერიძის და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას.

 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია "თელასის" მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები