27 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ მერკელმა რუსეთის შეჭრას უკრაინაში "ბარბაროსული ომი" უწოდა

თვეების დუმილის და კრიტიკის შემდეგ, ანგელა მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა რუსეთის შეჭრას უკრაინაში "ბარბაროსული ომი" უწოდა.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერკელმა თქვა, რომ მთავრობას რჩევებს არ შესთავაზებს, თუმცა მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რომ დასრულდეს ბარბაროსული ომი.

ეს განცხადება გერმანიის ყოფილმა კანცლერმა პროფკავშირების კონფედერაციის პრეზიდენტის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე გააკეთა.


დღის ამბები