27 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გლობალური უსაფრთხოების ფორუმი დღეს ბრატისლავაში იხსნება. დელეგატებს შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე - მსჯელობის მთავარი თემაა აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება. განხილვაში ჩართული იქნება მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუც.

ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

დღის ამბები