27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2013-დან 2021 წლამდე, სიღარიბის აღმოფხვრის ტენდენცია დადებითობით ხასიათდებოდა - სტატისტიკური მონაცემები

დღეს, ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე, ყოველი მეექვსე ადამიანი ცხოვრობს, რაც გასული 10 წლის მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2013-დან 2021 წლამდე, სიღარიბის აღმოფხვრის ტენდენცია დადებითობით ხასიათდებოდა. სწორი სოციალური პროგრამები და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომის უფლება - შედეგებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამ პარამეტრებს უკავშირებენ.

კიდევ ერთი რეიტინგი, რომელშიც საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა,  მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსს უკავშირდება. პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყანა 24 საფეხურით დაწინაურდა და ტურისტიებისთვის საუკეთესო სერვისის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის სამოცდამერვედან ორმოცდამეოთხე ადგილზე გადმოინაცვლა. ახალი პოზიციით, საქართველო სამეზობლოში საუკეთესოა და ევროკავშირის ქვეყნების ნაწილსაც უსწრებს.

50 საუკეთესო ქვეყანაში შესვლას პოზიტიურ ეკონომიკურ გზავნილად აღიქვამენ ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლები. რესტორატორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ფაქტი, ქვეყანას მიმზიდველობის კუთხით ახალ შანსებს გაუჩენს, რაც პანდემიამდელი მდგომარეობის მალე აღდგენისთვის აუცილებელია.

ქვეყანამ, გაუმჯობესების მაჩვენებელი კიდევ ერთ კომპონენტში მიიღო. "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" გამოკვლევით, საქართველო "მთავრობის კეთილინდისიერების“ 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილს იკავებს, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულში შედის. ანალიტიკოსების აზრით, საერთაშორისო რეიტინგებში პოზიტიური დინამიკა ევროინტეგრაციის გზაზე წამახალისებელი ფაქტორი იქნება.

რეგიონში ომისა და პოსტპანდემიური გამოწვევების ფონზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ შკალაზე, თითქმის ყველა კომპონენტი გაუუმჯობესდა.

10 წელიწადში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი განახევრებულია. 2013 წლამდე პერიოდში საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო საშუალოდ ყოველი მესამე მაცხოვრებელი, 2013-2014 წელს საშუალოდ ყოველი მეოთხე, 2015-20 წლებში ყოველი მეხუთე, 2021 წელს კი საშუალოდ ყოველი მეექვსე ადამიანი.

Travel & Tourism Development Index 2021 მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2021 საქართველომ რეიტინგში 24 საფეხურიანი ნახტომი განახორციელა (68-დან 44-მდე) და მსოფლიო საუკეთესო 50-ეულში პირველად მოხვდა. აღნიშნული შედეგით საქართველო საუკეთესოა თავის სამეზობლოში. 
2011 – 73 ადგილი 2013 – 66 ადგილი 2015 – 71 ადგილი 2017 – 70 ადგილი 2019 – 68 ადგილი 2021 – 44.

"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" გამოკვლევით, საქართველო "მთავრობის კეთილინდისიერების“ 2022 წლის ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილს იკავებს, ევროპაში კი საუკეთეს ოცეულში შედის.

დღის ამბები