27 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა სოფელში მცხოვრებ მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბავშვთა სოფელს ესტუმრა.

ზურაბ აზარაშვილმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა სოფელში სტუმრობისას, სოფლის ტერიტორია, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და სახელოსნოები დაათვალიერა. მინისტრი მოზარდების საცხოვრებელ პირობებსა და იმ პროგრამებს გაეცნო, რომლებიც ბავშვთა სოფელში ხორციელდება. ასოციაცია "საქართველოს ბავშვთა სოფელი", ქვეყანაში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, 1989 წლიდან საქმიანობს.

დღის ამბები