27 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
"გერმანია უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს" - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. მისი თქმით, ამ სისტემების დახმარებით, უკრაინა დაიცავს მთელ დიდ ქალაქს რუსული საჰაერო თავდასხმებისგან. ასევე ოფიციალური ბერლინი შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით უკრაინაში რამდენიმე ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემასაც გაგზავნის.

"მომდევნო კვირებში ჩვენ უკრაინას დამატებით შეიარაღებას მივაწოდებთ. გერმანიის მთავრობამ ახლახან გადაწყვიტა, რომ უკრაინას მივაწოდოთ IRIS-T სისტემა, რაც ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემაა რაც გერმანიას აქვს. ამ სისტემების დახმარებით, უკრაინა დაიცავს მთელ დიდ ქალაქს რუსული საჰაერო თავდასხმებისგან. ჩვენ ასევე მივაწოდებთ უკრაინას სათვალთვალო რადარს, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის ჰაუბიცებისა და სარაკეტო არტილერიის აღმოჩენა. ეს ჩვენ მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას უახლესი აღჭურვილობით უზრუნველყოფს. ჩვენ ვაკეთებთ იმას რაც შესაძლებელია - მთელი სიზუსტით." - განაცხადა შოლცმა.

დღის ამბები