27 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
აშშ უკრაინას უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის- ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის - "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა. 

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია, იხილოს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, რომელსაც თავის დასაცავად და შემდგომი აგრესიის შესაკავებლად შესაბამისი რესურსები აქვს. ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს, პირდაპირ ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში.

პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამჟამად ვერ ხედავენ იმის ნიშანს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს, თუმცა, მისი თქმით, რუსეთის რიტორიკა ბირთვული იარაღის მუქარასთან დაკავშირებით საშიში და უკიდურესად უპასუხისმგებლოა.

დღის ამბები