1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა - ამ დღეს განსაკუთრებული სამზადისით ხვდება დედაქალაქის მერია. თბილისში მზიურის, კიკვიძისა და გოძიაშვილის სახელობის სკვერებში პატარებისთვის გასართობი და შემეცნებითი პროგრამები მოეწყობა; იქნებიან მხიარული ანიმატორები, ბავშვებისთვის დარიგდება უფასო ტკბილეული.