27 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"მოვძებნეთ რამდენიმე წერტილი, რომელთა ირგვლივ შეიძლება საერთო პოზიციების პროგნოზირება" - რუსული მხარე მოლაპარაკების შედეგებზე

"მოვძებნეთ რამდენიმე წერტილი, რომელთა ირგვლივ შეიძლება საერთო პოზიციების პროგნოზირება" - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა. 

შეგახსენებთ, უკრაინული მხარის წარმომადგენლის, პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, მხარეები გარკვეულ გადაწყვეტილებებზე ჩამოყალიბდნენ, რომელთა შესახებ კონსულტაციებს დედაქალაქებში გამართავენ და უახლოეს დღეებში მორიგ რაუნდზე შეიკრიბებიან.

პოდოლიაკის თქმითვე, მოლაპარაკებების მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა იყო.

დღის ამბები