27 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
"ეს ეგომანიაკი - ხალხი იმიტომ გამოვიდა, რომ მე ჩამოვედიო" - თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტი წერს, რომ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი დაუკავშირდა და სთხოვა, მადლობა გადაეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის. 

მიხეილ სააკაშვილი ასევე წერს:"ე.ი. სწორ დროს ჩამოვედი აქ". 

No description available.

მას თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს:

"ეს ეგომანიაკი - ხალხი იმიტომ გამოვიდა, რომ მე ჩამოვედიო. ეს უთავმოყვარეო ჯაყო!

ეს ქვეყნის მტერი - ყველაფერს ხელს უშლის, თუ თვითონ პირველი არაა.

ასე იპარავს და ითვისებს, და ხრწნის ყველაფერს.

ვინც ამ ქვეყნის მტრობასა და გახრწნაში მონაწილეობს, იმას აშუქებენ!

ვინც ამას ეწინააღმდეგება - არა.

ასე რჩება ბიძინა მთავრობაში,"- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები