27 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
მივმართავთ თხოვნით ევროკავშირს, ახალი სპეცპროცედურით უკრაინის სასწრაფო წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს - პრეზიდენტის გადაწაყვეტილებით, სამხედრო გამოცდილების მქონე უკრაინელი პატიმრები გათავისუფლებულნი იქნებიან. პრეზიდენტი ზელენსკის თქმით, მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი დანაშაული ცხელ წერტილებში გამოისყიდონ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ თითოეულმა, ვისაც შეუძლია ოკუპანტებთან ბრძოლას შეუერთდეს, ეს უნდა გააკეთოს.

"როდესაც პრეზიდენტად მოვდიოდი, ვამბობდი, რომ თითოეული ჩვენთაგანი პრეზიდენტია, ვინაიდან ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს სახელმწიფოზე, ჩვენს მშვენიერ უკრაინაზე. 

ახლა კი, ყველა ჩვენგანი არის მებრძოლი. მებრძოლი თავის ადგილზეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს.

მივმართავთ თხოვნით ევროკავშირს, ახალი სპეცპროცედურით უკრაინის სასწრაფო წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ.

სამხედრო გამოცდილების მქონე უკრაინელი პატიმრები საპატიმროდან გათავისუფლებულნი იქნებიან. მათ შესაძლებლობა ეძლევათ ცხელ წერტილებში თავიანთი დანაშაული  გამოისყიდონ," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები