უკრაინული დელეგაციის წევრების ვერტმფრენები რუსეთთან მოლაპარაკებების ადგილას ჩაფრინდნენ - ვიდეომასალას UNIAN-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე გაიმართება.
ოკუპანტთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინულ დელეგაციაში შევიდნენ:
თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ;
საგარეო მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი ;
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ;
ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავით არახამია ;
რადას სახელმწიფო დეპუტატი რუსტემ უმეროვი ;
სამმხრივი კონტაქტური ჯგუფის უკრაინული დელეგაციის მოადგილე ანდრეი კოსტინი.