რუსეთის დელეგაცია, უკრაინელებთან მოსალაპარაკებლად, უკვე ბელარუსში იმყოფება, "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს, ასევე - სხვა უწყებების წარმომადგენლები.
"მზად ვიქნებით, დავიწყოთ მოლაპარაკებები გომელში," - განაცხადა პესკოვმა.