საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი "ტვიტერში" დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე წერს:
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გავცვალეთ მოსაზრებები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შესახებ. ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით," - წერს ჟოზეფ ბორელი.