27 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
შენი ძმის ტკივილი, შენი ტკივილი უნდა იყოს, თანადგომა ჩემს წილ უკრაინას - ნინო ქათამაძე

ომის დაწყების პირველივე დღიდან უკრაინის მხარდასაჭერად ყოველ საღამოს ივსება რუსთაველის გამზირი. თბილისმა, მეგობარ სახელმწიფოს, ხმა ბევრჯერ მიაწვდინა და უთხრა, რომ ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, ყველაზე კარგად სწორედ საქართველოში ესმით. მშვიდობიანი გამოსვლა ცოტა ხანში კონცერტით გაგრძელდება.

"მთავარი სათქმელი არის ჩვენი ერთგული თანადგომა ჩვენს უკრაინელ ხალხს, ჩემს წილ უკრაინას. მარადიული ხსოვნა იმ დაღუპულ გმირებს, ულამაზეს გოგოებს, რომლებიც ამ ბრძოლას შეეწირნენ. შენი ძმის ტკივილი, შენი ტკივილი უნდა იყოს,"- განაცხადა მომღერალმა ნინო ქათამაძემ. 

აქცია უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება, მათ შორის - ბათუმსა და ქუთაისში. 

დღის ამბები