ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხი იქამდე იბრძოლებს, სანამ ქვეყანას არ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბოლო ვიდეომიმართვაში აღნიშნა.
"ჩვენ იმდენ ხანს ვიბრძოლებთ, რამდენიც დაგვჭირდება ქვეყნის გასათავისუფლებლად.
თუ ახალშობილები უკვე თავშესაფრებში იბადებიან, მაშინაც კი, როცა დაბომბვა გრძელდება. ე.ი. მტერს არანაირი შანსი არ აქვს ამ უდაოდ სახალხო ომში.
მსოფლიომ ნახა - უკრაინელები ძლიერები, გაბედულები არიან. უკრაინელები თავიანთ სამშობლო მიწაზე არიან და მას არასდროს დათმობენ," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.