27 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
კიევზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო - რუსეთის ფლოტმა დახურა შავი და აზოვის ზღვები, იწყებს უკრაინასთან საზღვაო ომს

უკრაინაში სრულ სიჩუმეს, პერიოდულად განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა არღვევს. ომის მე-3 დღე და მზადება კიდევ ერთი, სავარაუდოდ, ისევ მძიმე ღამისთვის.

რამდენიმე წუთის წინ კიევსა და ლვოვში საჰაერო თავდასხმები დაიწყო. ისმოდა აფეთქებების და სირენების ხმა. გაფრთხილება გამოცხადდა ტერნოპოლშისუმშიჩერნიგოვსა და ნიკოლაივში. ხალხს მოუწოდებენ სასწრაფოდ შეაფარონ თავი უახლოეს თავშესაფრებს. 

ბრძოლები მიმდინარეობს ბალაკლიის მახლობლად, სადაც სამხედრო ბანაკზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა. რუსული კოლონა შედის ბერდიანსკში. რუსეთის ფლოტმა დახურა შავი და აზოვის ზღვები და ემზადება უკრაინასთან საზღვაო ომისთვის.

უკრაინელებმა ოდესაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ისმის აფეთქებების ხმა. ინტესიური საჰაერო იერიშებია ვინიცასა და ხარკოვშიც. დაიბომბა სუმი.

რუსი ოკუპანტები ანადგურებენ სამოქალაქო ობიექტებს და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას ზაპოროჟიეს რეგიონში. მელიტოპოლში ააფეთქეს ბენზინგასამრთი სადგური. ჩერნოგორში დაბომბილია საბავშვო ბაღი.

შემთხვევით რუსეთმა შავ ზღვაში თავისი სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. უკრაინულ ბოროდიანკაში "სამშვიდობოებმა" ცეცხლი გაუხსნეს კერძო სახლს, სამი მცხოვრები ნანგრევების ქვეშ დაიღუპა.

დღის ამბები