27 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს რუსეთმა ვეტო დაადო

რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ამასთან, ჩინეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ინდოეთმა თავი შეიკავეს კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

რეზოლუციის პროექტში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და არის მოწოდება, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან.

რეზოლუციის პროექტს სავარაუდოდ  განიხილავს 193-წევრიანი გაეროს გენერალური ასამბლეა.

დღის ამბები