27 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
საქართველოში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, რუსეთის მოქალაქემ რუსული პასპორტი დაწვა

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, მთელი დღის განმავლობაში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა.

აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე მისული მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. დღესვე, აქციაზე მისულმა რუსეთის მოქალაქემ პროტესტის ნიშნად, რუსეთის ფედერაციის პასპორტი დაწვა და თქვა, რომ მას არ სურს ომი.

უკრაინის საელჩოდან აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობაც მოაწყვეს. აქციაზე გაშლილია საქართველოსა და უკრაინის დროშები. 

დღის ამბები