27 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
უკრაინის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა დღეს, სიმბოლურად, უკრაინას მიუძღვნა

უკრაინის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა დღეს სიმბოლურად, უკრაინაში შექმნილ საომარ ვითარებას მიუძღვნა. ასე გამოხატეს ქართველმა არტისტებმა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც  რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლია.

ერთადერთი, რაც ახლა ქართველ ხელოვანებს შეუძლიათ, მათი შემოქმედების მსოფლიოსთვის გაზიარებაა. მუსკომედიის თეატრის სცენაზეც ამ მიზნით შეიკრიბნენ და უკრაინას სხვადასხვა მუსიკალური შესრულებით სოლიდარობა გამოუცხადეს.  ნიკოლოზ რაჭველის ინიციატივას, სხვა არტისტების გამოხმაურებაც მალევე მოჰყვა.

კონცერტი მსმენელისთვის ემოციური შესრულებით დასრულდა. "ჰერიო ბიჭებო" სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პიანისტმა ბექა გოჩიაშვილმა დაუკრა.

დღის ამბები