უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებში შეფასებებს აკეთებენ ანალიტიკოსები.
ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, რიჩარდ უეითზი აცხადებს, რომ ყურადღება უკრაინის გარდა, სხვა ქვეყნებზეც უნდა იყოს, მათ შორის, საქართველოზე.
"საერთაშორისო იზოლაციის და სანქციების მიუხედავად, მან გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ეს მისი ერთგვარი მისიაა, თვლის, რომ უკრაინის დაკარგვა შეცდომა იყო და მისი მოსკოვის კონტროლთან დაქვემდებარება სურს. ფოკუსირება ახლა უკრაინის მიღმაც უნდა იყოს, მაგალითად, საქართველოში, არ უნდა იქნას დაშვებული ნებისმიერ ადგილას მათი თავდასხმა," - აცხადებს რიჩარდ უეითზი.
პარალელურად, საპროტესტო აქციები გაიმართა შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩოსთან. აქციის მონაწილეებმა საერთაშორისო თანამეგობრობისგან უმწვავესი ზომების გატარება მოითხოვა. აქციაა დაგეგემილი თეთრ სახლთანაც.