27 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი და რუსული ინტერვენციის პირველი მსხვერპლი - რა სამოქალაქო ობიექტები დაიბომბა უკრაინაში

ვითარება უკრაინაში ყოველ წუთს იცვლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევას პერიოდულად ცვლის უკრაინული არმიის კონტრიერიშები. იყო ოპერატიული პაუზაც, თუმცა ბოლო საათებში კვლავ დაიწყო ინტენსიური შეტევა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე. მხოლოდ ოდესის ოლქში ჩამოვარდნილი ბომბის შედეგად დაღუპულია 22 ადამიანი. მათ შორის 11 ქალი.

რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთ ერთი პირველი მსხვერპლი კი მცირეწლოვანი ბავშვია.

განსაკუთრებული ბრძოლები მიდის ჰერსონთან და ხარკოვთან. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მათ მოახერხეს ხარკოვის შენარჩუნება და ახლა მიმდინარეობს ტაქტიკური გადაადგილებები.

ჯაველინების მეშვეობით უკრაინამ რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურა, რისი ამსახველი კადრებიც სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმებზე ვრცელდება.

ჯერ ჯერობით რუსეთის ბლიც-კრიგი არ შედგა. ომის დაწყებიდან 17 საათია უკვე გასული და უკრაინას კონტროლი დაკარგული აქვს მხოლოდ რამდენიმე სოფელსა და ცალკეულ ობიექტებზე.

დღის ამბები