27 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"ბევრი ცვლილება აღარ იქნება" - შეიცვლებიან თუ არა კვლავ მინისტრთა კაბინეტის წევრები

ხომ არ იგეგმება ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში? - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ბევრი ცვლილება აღარ იქნება. 

ასევე შეკითხვაზე, რატომ შეიცვალნენ მინისტრები და რა იყო ამის მიზეზი - პრემიერმა განმარტა, რომ ამ ცვლილებების მიზეზი და მიზანი კიდევ უფრო მეტი შედეგია:

"მთავრობის შემადგენლობაში გადაადგილება და მინისტრების შეცვლა, ბუნებრივი პროცესია და აქ ახალი არაფერი მომხდარა. ამ ცვლილებების მიზეზი და მიზანი კი არის კიდევ უფრო მეტი შედეგი და მეტის გაკეთება. 

მეტი შედეგი, ეფექტურობა და მეტი საქმე მინდა გაკეთდეს, ის ხედვები და ტემპი, რომელიც მე მაქვს, მინდა შესაბამისობაში იყოს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები