27 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას გახმაურებული მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ნიკო კვარაცხელიას გახმაურებული მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა.

1996 წელს დაბადებული ირაკლი ბიბილეიშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიბილეიშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულთან, გიორგი კავილაძესთან მეგობრობდა და მან ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ იცოდა. ასევე, ცნობილია, რომ სწორედ მის სახლში გაათენეს ღამე მკვლელობაში ბრალდებულებმა.

დღის ამბები