27 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
მე-11 მცდელობაზე სენაკის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - მმართველი პარტია პროცესს არაკანონიერად აფასებს

სენაკის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გიორგი გახარიას პარტიის წევრი მე-11 მცდელობაზე მაინც გახდა მუნიციპალიტეტის სათათბიროს ხელმძღვანელი, თუმცა მმართველი პარტია ჩატარებულ კენჭისყრას ლეგიტიმურად არ ცნობს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარტიამ "საქართველოსთვის", თავმჯდომარე სენაკში "ქართული ოცნების" გარეშე აირჩიეს.

17 ხმიდან გახარიას პარტიას მხოლოდ 4 მანდატი ეკუთვნის დანარჩენი ყოფილი მმართველი პარტიაა.

ჯერ კიდევ წინა სხდომაზე კვორუმთან დაკავშირებული დავის გამო "ქართული ოცნება" სასამართლოში მიდის.

სენაკის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს, შეფასება თბილისშიც მოყვა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გახარიას და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა არალეგიტიმურად აირჩიეს საკრებულოს მეჩვიდმეტე წევრი და თავმჯდომარის არჩევაც არაკანონიერად მოხდა.

სენაკის საკრებულომ მომდევნო სხდომაზე თავმჯდომარის პირველი მოადგილე უნდა აირჩიოს. ამ შემთხვევაშიც ოპოზიცია მარტო იქნება, რადგან "ქართული ოცნება" სავარაუდოდ სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს.

დღის ამბები