27 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ზოომაღაზიები და ვეტკლინიკები, რომელსაც მოქალაქეები არ უნდა ენდონ - მაკონტროლებელმა ორგანომ 12 ობიექტი დააჯარიმა

ნებისმიერი შინაური ან მოშინაურებული ცხოველისა და ფრინველის ჯანმრთელობა ყველა პატრონისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ისინი ძირითადად ენდობიან ვეტკლინიკებს ან ზოომაღაზიებს, სადაც მათი მეგობრებისთვის საკვებს, ან მედიკამენტებს ყიდულობენ. მაგრამ ირკვევა, რომ მათი უპირობო ნდობაც არ შეიძლება, რადგან მაკონტროლებელმა ორგანომ საკმაოდ ბევრი არაკეთილსინდისიერი ვეტკლინიკა და ზოომაღაზია გამოავლინა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმებული 49 ობიექტიდან 12 დააჯარიმა. გამოვლინდა ვადაგასული პრეპარატების, ეტიკეტირების, შენახვისა და რეალიზაციის წესების დარღვევა, აგრეთვე შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის არმქონე სუბიექტები.

ამით სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული კონტროლი დამთავრებული არ არის. ეს მხოლოდ აჭარისა და გურიის რეგიონების რეიდის შედეგებია. შემოწმება დაგეგმილია სხვა რეგიონებსა და დედაქალაქშიც.

დღის ამბები