27 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ქალი, რომელსაც ეგონა, რომ კოვიდის გართულებები ჰქონდა, ორსულად აღმოჩნდა

აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში, ქალაქ ენგლვუდის მაცხოვრებელმა ქალმა ექიმს გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებით მიმართა, ის მუდმივ დაღლილობას უჩიოდა, თუმცა გამოკვლევების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო. ამის შესახებ today.com წერს

36 წლის ჯო ენ მაკკუსკერმა გამოკვლევების შემდეგ შეიტყო, რომ მას იშვიათი გართულება ჰქონდა - ჩაზრდილი პლაცენტა, ექიმების თქმით, მისი პლაცენტა ჩაიზარდა საშვილოსნოს ქვედა ნაწილში და მოხვდა მთავარ სისხლძარღვებსა და შარდის ბუშტში. დაიგეგმა ექიმების კონსილიუმის მოწვევა, რათა გადაეწყვიტათ, როგორ გადაერჩინათ დედაც და შვილიც.

ორსულობის 34-ე კვირაზე, პაციენტს სისხლდენა დაეწყო. ექიმებმა მას ამოუღეს საშვილოსნო და პლაცენტა, ასევე აღუდგინეს დაზიანებული შარდის ბუშტი. ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ რამდენიმე დღე მან ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.

მაკკუსკერმა მშობიარობის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაიღვიძა. "ვგრძნობდი, თითქოს სატვირთო მანქანამ გადამაყარა," - ამბობდა ის. ქალი იმდენად სუსტად იყო, რომ ახალშობილი ვაჟს ხელშიც კი ვერ იჭერდა. ახლა დედა-შვილის მდგომარეობა უმჯობესდება.

ჩაზრდილმა პლაცენტამ, შეიძლება, გამოიწვიოს უხვი სისხლდენა და საშიშია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის. ეს იშვიათი გართულება ხდება ორსულების 0,17 %-ში. მისი გაჩენის რისკი იზრდება, თუ ქალს წინა მშობიარობის დროს საკეისრო კვეთა გაუკეთდა.

დღის ამბები