27 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
საქართველო მხარს უჭერს პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული - არჩილ თალაკვაძე

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს აფასებენ თბილისში. "ქართული ოცნება" საერთაშორისო საზოგადოებისგან ადეკვატური ნაბიჯების მოლოდინშია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მზად არიან მეგობარ უკრაინას საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადონ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული.

"რა თქმა უნდა, რუსეთს არ აქვს უფლება, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადოს. სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს და პირველი გადაწყვეტილებები უკვე მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ნახა. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარტია "გირჩი" მიიჩნევს, რომ სანქციების პაკეტს საქართველოც უნდა შეუერთდეს.

"ალბათ ის რუსი დეპუტატები, რომლები ამერიკის მიერ არიან სანქცირებული, ლოგიკურია, რომ ამერიკასთან შეთანხმებით, ზოგადად, ჩვენს მიერაც მოხდეს მათი სანქცირება, მაგრამ, ნებისმიერ რამეს, რასაც ეს ეხება, მინდა რომ ჩვენი ინიციატივა კი არ იყოს, ჩვენ კი არ გამოვდიოდეთ ამის ცალკე აღებული ინიციატორებად, არამედ ამას ვაკეთებდეთ ჩვენს მეგობრებთან შეთანხმებით," - ამბობს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები