27 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
კიდევ ერთი უვადო შიმშილობა - მიხეილ სააკაშვილმა კვლავ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა

შიმშილობის შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად ისევ პროტესტის უკიდურესი ფორმა რჩება, პოლიტიკური განცხადებებისთვის მთავარ ტრიბუნად კი კვლავ სასამართლო დარბაზი. მსჯავრდებული ამბობს, რომ უვადო შიმშილობა რეაქციაა მის მიმართ მოპყრობაზე. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს არც დღეს ჩაუვლია პოლიტიკური პერფორმანსის გარეშე. უკრაინის მოქალაქე ექსპრეზიდენტის განცხადებების დიდი ნაწილი კვლავ უკრაინას უკავშირდებოდა.

ისევე, როგორც სხვა საქმეების განხილვის დროს, დღევანდელ სხდომაზეც მიხეილ სააკაშვილმა ბრალდების შინაარსზე ყველაზე ნაკლები ისაუბრა. სასამართლო დღეს 7 ნოემბრის საქმეს იხილავდა. როგორც ყველა დანარჩენი, ეს ბრალიც ექსპრეზიდენტისთვის უსაფუძვლოა.

ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა - პოლიტიკური განცხადებების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. სახელმწიფო ბრალდება მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ბრალდებულმა არა თუმცა, ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილმა პირებმა დღეს დეტალურად გაიხსენეს 14 წლის წინანდელი მოვლენები. მოწმეები ყვებოდნენ, თუ რა სახის დაზიანებები მიიღეს დარბევის დროს.

7 ნოემბრის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 28 მარტს გაიმართება.

დღის ამბები