27 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ასეთივე მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას შიმშილობა საერთოდ არა თუ არაფრად ჩააგდეს, არამედ სიკვდილის პირას მიიყვანეს წამებით - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილის ქმედებები და განცხადებები როგორც ყოველთვის პროვოკაციულია.

გია ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ მსგავს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდიას შიმშილობა არა თუ არაფრად ჩააგდეს, არამედ წამებით სიკვდილის პირას მიიყვანეს.

"ასეთ დაძაბულ ვითარებაში, რომელიც დღევანდელ მსოფლიოს ახასიათებს, მისი განცხადება და ქმედებები, როგორც ყოველთვის პროვოკაციულია, როგორმე საქართველოს მიმართ ვინმეს პრეტენზია გაუჩნდეს, ვინმემ როგორმე თითი დაუქნიოს და მისი ავტორიტეტი შეილახოს.

ასეთივე მდგომარეობაში მყოფი პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას შიმშილობა საერთოდ არა თუ არაფრად არ ჩააგდეს, არამედ სიკვდილის პირას მიიყვანეს წამებით.

და ეს ადამიანები დღეს თავის თავს წარმოაჩენენ როგორც პატრიოტები და როგორც ის ადამიანები, ვინც თითქოს და საქართველოზე ზრუნავენ. ამ სიტუაციაში ამის გაკეთება, სადამდე როგორ წავა, ვა ბანკ მიდიან იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქვეყანას," - აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს უვადო სრული შიმშილობა გამოაცხადა.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დღის ამბები