უკრაინა ომის ზღვარზე, უკვე მესამე დღეა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სროლა არ წყდება.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს. დაიჭრა ერთი სამხედრო, დაზიანდა საცხოვრებელი სახლიც.
რუსეთმა აზოვის ზღვის დიდი ნაწილი და მის თავზე საჰაერო სივრცე 26 თებერვლამდე ჩაკეტა, ლუგანსკში ვითარების გამწვავებიდან გამომდინარე - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.