27 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ცხოველების ჰოლოგრამები საცირკო წარმოდგენებში - გერმანია ცხოველთა უფლებებზე ამ ფორმით ზრუნავს

გერმანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც საცირკო წარმოდგენებში ცოცხალი ცხოველების ნაცვლად, მათ ჰოლოგრამებს აჩვენებს.

დიდი ხნის განმავლობაში ცირკში დადგმული ნომრების გამო ცხოველები ლამის წამების მსხვერპლნი ხდებოდნენ. 

ბოლო წლების განმავლობაში, ცხოველთა უფლებების დამცველი საზოგადოება მუდმივ ზეწოლას ახდენდა მთავრობაზე შეეჩერებინა საცირკო წარმოდგენები, რომლებიც მოიცავს ცხოველების გამოყენებას.

როგორც ჩანს, გერმანულმა ცირკმა ამ პრობლემისგან გამოსავალი ისეთი გზით იპოვა, რაც ყველა ჩართულ მხარეს სარგებელს მოუტანს.

ჰოლოგრამებიანი შოუს გარდა ცირკი ფოკუსირებულია აკრობატულ ნომრებზე.

 

 

 

დღის ამბები