27 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე - საქმეს, შესაძლოა, ერთი ახალი ფიგურანტი დაემატოს

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე წარიმართა. ხმაური იყო როგორც სასამართლო დარბაზში, ისე ეზოში, სადაც შეკრებილები იყვნენ ნიკო კვარაცხელიას ოჯახის წევრები და ნათესავები. ისინი ადვოკატს ხმაურიანი შეძახილებით მოუწოდებდნენ, ნუ ცდილობდნენ ბრალდებულების დაცვას ჯგუფური დანაშაულისგან.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების სახით "მაგთიდან" ამოღებული ფაილები შეისწავლეს. დღეს გაირკვა, რომ ამ ფაილებში გამოძიების ინტერესის საგანი ბრალდებულების ტელეფონის ნომრებთან ერთად კიდევ ერთი ნომერი იყო, რომელიც დაკავებულთა მეგობარს - ნიკო ფეიქრიშვილს ეკუთვნის. 
 
ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ფეიქრიშვილს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა დაკავებულებთან და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ამ საქმეში მის მონაწილეობასაც გამოიკვლევს. 
 
საქმის პროკურორი, გამოძიების ამ ეტაპზე, ნიკო ფეიქრიშვილის სტატუსთან მიმართებაში არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც გამოძიება საკმარის მტკიცებულებებს შეაგროვებს. 
 
 
ამავე თემაზე
დღის ამბები