სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულმა, ილია ჯიშკარიანმა სასამართლოს ჩვენება მისცა. საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა დეტალურად გაიხსენა თანამშრომელთან მომხდარი ფაქტი და შემთხვევის დღე. თქვა, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს ოფისში თამთა თოდაძესთან და მეგობრებთან ერთად სვამდა.
"მის მიერ მიცემული ჩვენება დაახლოებით არის მსგავსი, თუმცა უკვე განსხვავდება სასამართლოში მიცემული ჩვენებისგან და ეს უკვე ძალიან ბევრი რამის მეტყველია. მე ჩემი დაკითხვის პროცესი დავხურე ერთი მიზეზიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გადავიტანე იმ პერიოდში, ალბათ ყველას მოგეხსენებათ და ემოციური ფონი და იმ ყველაფრის გახსენება, მით უმეტეს ის რომ იქნებოდა დარბაზში, ჩემთვის არ იყო მარტივი, თუმცა ამის აუდიო მასალა არსებობს," - აცხადებს დაზარალებული, თამთა თოდაძე.
ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.