27 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები - კერძოდ, ქარბუქი, ნამქერები და შეზღუდული ხილვადობა გახდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



დღის ამბები